... მზის სისტემის მოწყობის ჰელიოცენტრული თეორია ჯერ კიდევ ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტარქემ ჩამოაყალიბა ძვ. წ. 270 წელს, ნიკოლოზ კოპერნიკამდე 1800 წლით ადრე, ხოლო პლუტარქე ამ თეორიის ცოდნას რომის მეორე მეფეს ნუმა პომპილიუსს მიაწერს, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა...
...გემის აბორდაჟით აღება ძველმა რომაელმა სამხედროებმა მოიგონეს პირველი პუნიკური ომის დროს, რათა კართაგენელებთან ზღვის ბრძოლის პირობებში ხელჩართული ბრძოლა გაემართათ...
...პომპეიში შხამიანი გაზებით მოწამლული ხალხის გვამები ფერფლმა დაფარა და გაქვავდა, გათხრების მსვლელობისას კი არქეოლოგებმა ამ გაქვავებულ სიცარიელეებში თაბვაშირი ჩაასხეს, რის შედეგადაც მოხდა დაღყუპული ქალაქის მაცხოვრებლების ბოლო წუთების აღდგენა (სურათზე)...
...გეგმის მიხედვით 1945 წლის 9 აგვისტოს ამერიკეებს მეორე ატომური ბომბი ქალაქ კოკურაზე უნდა ჩამოეგდოთ, მაგრამ ძლიერი ღრუბლიანობის გამო თვითმფრინავმა გეზი ნაგასაკისკენ აიღო და ბომბაც იქ ჩამოაგდო...
...ეჭვმიტანილის თავდებით განთავისუფლება ძველ რომში შემოიღეს...
...რომაელები საბრძოლო სპილოებს პირველად პიროსთან ბრძოლაში შეხვდნენ და შიშით უკან დაიხიეს...
...ტანკები პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიგონეს და პირველად სომასთან ბრძოლისას გამოიყენეს ინგლისელებმა...
...ინგლისი უკანასკნელად ვილჰელმ დამპყრობელმა დაიპყრო 1066 წელს...
...მარათონული ბრბოლა ტარდება ბერძენი მეომარი ფიტიპიდეს საპატივცემლოდ, რომელმაც მარათონის ბრძოლის შემდეგ გაირბინა მარათონიდან ათენამდე 41კმ გამარჯვების ამბის მისატანად და მოკვდა, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "გიხაროდეთ, გავიმარჯვეთ!"...
...სტამბაში პირველად დაბეჭდილი წიგნი ბიბლია იყო...
...ნეპტუნის აღმოჩენა "კალმის წვერით" მოხდა, ანუ იგი ჯერ ურანის ტრაექტორიის არასისწორის გამოკვლევისას იქნა აღმოჩენილი ასტრონომიული გამოთვლებით 1821 წელს და მხოლოდ 1846 წელს ასტრონომებმა დაინახეს იგი ტელესკოპით...
...ასწლიანი ომის დაწყების ერთერთი მიზეზი ის იყო რომ, ინგლისის მეფე ედუარდ IIIკაპეტინგების გადაშენებული დინასტიის პირდაპირი ჩამომავალი იყო, ხოლო ფილიპ VI უკანასკნელ კაპეტინგებს მხოლოდ ბიძაშვილად ეკუთვნოდა...
...სფინქსს ცხვირი ნაპოლეონის ჯარისკაცებმა მოატეხეს. ისინი მას სამიზნეთ იყენებდნენ...
...ანრი IV-ს 6 კანონიერი და 11 უკანონო შვილი ჰყავდა...
...სესხის მაქსიმალური წლიური პროცენტი რომაელებმა შემოიღეს 8% ძვ. წ. V საუკუნეში...
...სს დაკომპლექტებული იყო სუფთა არიული სისხლის მატარებელი პირებით, ჰიტლერის ჩანაფიქრის თანახმად, ისინი უნდა გამხდარიყვნენ მესამე რაიხის ახალი არისტოკრატია...
...რუსეთსა და იაპონიას შორის ომი არ დასრულებულა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იაპონიამ ამერიკასთან გამოაცხადა სრული კაპიტულაცია, ხოლო საბჭოთა კავშირთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა სადავი ოთხი კურილის კუნძულის გამო...
...კომპიენის ალყა ჟან დ’არკის უკანასკნელი სამხედრო ოპერაცია იყო...
...საფრანგეთის ყველა მეფეს ტრადიციისამებრ სენ-დენის ტაძარში კრძალავდნენ...
...ქალწულის კოშკსბაქოში ასე დაერქვა ლეგენდიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც შახის ქალიშვილი გადმოხტა კოშკიდან უბედური სიყვარულის გამო...
...რომის იმპერატორკალიგულას ნამდვილი სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი, ხოლო მეტსახელი კალიგულა ერგო ბავშვობაში, როდესაც იგი უბრალო მეომარივით კალიგებს ატარებდა...
...ბიბლიური თქმულება ნოეს კიდობანის შესახებ ნასესხებია. იგი შედის "სიმღერა გილგამეშზე" თქმულებათა კრებულში...
...ეგვიპტეში ამენხოტეპ IV-მ შექმნა იპრველი მონოთეისტური რელიგია - მზისთაყვანისცემა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ქურუმებმა აიძულეს ახალგაზრდა ტუტანხამონს ძველი რელიგიისკენ დაბრუნება...
...ბიბლიურ თქმუნებას ბაბილონის გოდოლის შესახებ ისტორიული საფუძველი აქვს. ბაბილონში რიტუალური დანიშნულების გოდოლი შენდებოდა და მას ისეთი სიძლიერის მეხი დაეცა რომ აგურები გაალღვო. თუ რა მოუვიდოდათ თვითმხილველებს არაა ადვილი წარმოსადგენი...
... მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ყირიმისაჯიმუშკაის კატაკომბებში კონტინენტს მოწყვეტილი 10.000-ზე მეტი მეომარი და მოქალაქე 170 დღე იცავდა თავს...
...პლატონი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო - მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში.
გერმანულ ქალაქ ტრირში მშენებლობისას აღმოაჩინეს რომაული მონეტების საგანძური. სულ აღმოჩენილ იყო რომში გამოშვებული 2570 მონეტა. ყველაზე ძველი მონეტები ნერონის დროსაა გამოშვებული, ხოლო ყველაზე გვიანდელი სეპტიმიუს სევერუსის დროინდელი. სრული ტექსტი
ბრიტანეთში მშენებლებმა აღმოაჩინეს რომაული ვილა, რაც გახდა ბრიტანული არქეოლოგიის სენსაციური აღმოჩენა. როგორც ჩანს ვილა არა მხოლოდ საცხოვრებელი იყო, არამედ ასრულებდა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ფუნქციებს. სრული ტექსტი
არქიმედეს დაკარგულ წიგნს სპექტროსკოპები აღადგენენ. ბერძენი ბუნებისმეტყველის ნაწარმოები, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, აღმოაჩინეს შუასაუკუნეების ხელნაწერში "სტრიქონთა სორის". სრული ტექსტი
ლონდონიუმში არქეოლოგებმა რომაული ტაძრის ნანგრევებში აღმოაჩინეს კრემი, რომელიც თავისი შემადგენლობით თანამედროვე კრემებს არ ჩამოუვარდება.
არქეოლოგებმა პალატინის გორის ძირას აღმოაჩინეს არისტოკრატის სახლი, რომელსაც რომის პირველი იმპერატორის ავგუსტუსის (სურათზე) დაბადების ადგილად მიიჩნევენ.
რომის ფორუმის ქვეშ იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კარგად შენახული სამარხები, რომლებიც ძვ. წ. IX - X საუკუნით თარიღდება. შარშან კი აღმოჩენილი იყო "მეფის სასახლე" რომელიც თარიღდება ძვ. წ. VIII საუკუნით რაც მეტყველებს რომის დაარსების ტრადიციული თარიღის სასარგებლოდ. სრული ინფორმაცია