ვიკიპედიიდან
სამხრეთის ოკეანე წყლის აუზია, რომელიც ანტარქტიკას აკრავს გარს. ის მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ოკეანეა, მისი საზღვრები ყველაზე გვიან განისაზღვრა და ოკეანედ მსოფლიო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (მჰო) მიერ ოფიციალურად მხოლოდ 2000 წელს იქნა ცნობილი, მიხედავად იმისა, რომ მეზღვაური-მკვლევარები მას დიდი ხანია ამ სახელით მოიხსენიებენ. გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ოკეანოგრაფების მიერ ოკეანის დინებათა მნიშვნელობის ბოლო დროინდელმა აღმოჩენებმა. სხვა წყაროები, მათ შორის აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, [[ატლანტიკის ოკეანე|ატლანტიკის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების საზღვრებს დღემდე ანტარქტიკამდე მიიჩნევენ.