ტაშკენტი
ვიკიპედიიდან
ტაშკენტი (უზბ.: Тошкент, რუს.: Ташкент; "ქვის ქალაქი") – უზბეკეთისა და ტაშკენტის პროვინციის დედაქალაქი. 1999 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 2.142.700 ადამიანს შეადგენდა. მისი კოორდინატებია 41°16′N 69°13′E, ხოლოდ დროის სარტყელი - UTC/GMT +5 სთ.
[რედაქტირება] ისტორია
ტაშკენტი უძველესი ქალაქია, რომელიც სავაჭრო ქარავანთა მნიშვნელოვან გზისგასაყარსა და აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. თავადპირველად მცირე ოაზისი იყო ჩირკუკის მდინარესთან, დასავლეთ ტიან-შანის მთების ძირას. უძველეს დროში ეს არემარე ჩაჩთა სამეფოს ეკუთვნოდა, რომელთა დედაქალაქ კანკას მართკუთხა ციტადელი ერტყა გარს, აშენებული ძვ. წ. მე-5 და მე-3 საუკუნეებშ შორის, მდ. სირ-დარიას სამხრეთით 8 კმ-ში. ჩვ. წ. მე-7 საუკუნისთვის ჩაჩს უკვე 30-მდე ქალაქი და 50-ზე მეტი არხის ქსელი აქვს, რაც სავაჭრო ცენტრს ქმნიდა დოგდიანთა და თურქ მომთაბარე ტომთათვის. დედაქალაქს მინგ-ურუკი ("ათასი ატმის ბაღი") ერქვა და ეს არემარე განთქმული იყო ცხენებით, ნახირით, ოქროთი და ძვირფასი თვლებით. 751 წელს სამეფოს ჩინეთი შემოესია, იმსხვერპლა რა ჩაჩთა უფლისწული, რამაც თავის მხრივ არაბების შემოსავას მისცა გასაქანი. თალასის ბრძოლაში არაბებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და რეგიონი შესაბამისად ისლამის გავლენის ქვეშ მოექცა.
სამანიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქი ცნობილი იყო სახელით ბინკათი. თუმცა არაბებმა სამეფოს სახელი შეუნარჩუნეს ოდნავ სახეცვლილი გამოთქმით - შაში. ტაშკენტის თანამედროვე თურქული სახელი მომდინარეობს მე-10 საუკუნის მარა-ხანიდთა მმართველობიდან.
1219 წელს ქალაქი ჩინგის ყაენი ანადგურებს, თუმცა დიდმა დამპყრობმა აღმოაჩინა რომ მანამდე 1214 წელს ქალაქი ხორეზმშაჰს გაუძარცვავს. ტიმურიდთა და შემდოგმში შაიბანიდთა დინასტიების ქვეშ ქალაქი ისევ აყვავდა უზბეკთა, ყაზახთა, სპარსთა, მონღოლთა და ყალმიხთა დროგამოშვებითი შემოსევების მიუხედავად.
1809 წელს ტაშკენტი კოკნადის სახანომ დაიპყრო. ამ დროისთვის ტაშკენტში უკვე დაახ. 100.000-მდე მცხოვრები იყო და ცენტრალური აზიის უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა. სიმდიდრის ძირითადი წყარო რუსებთან ვაჭრობიდან მომდინარეობდა, თუმცა კოკანდთა მაღალმა ბეგარამ ქალაქი ისევ დააძაბუნა. ტაშკენტის მღვდელმთავრები ბუხარას უფრო სწყალობდნენ ვიდრე კოკანდას, თუმცა ვიდრე ბუხარა ამ უკმაყოფილებით ისარგებლებდა რეგიონში რუსეთის არმია შემოვიდა.
漢>ა; A>ა | ეს სტატია თარგმნის პროცესშია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. |