ტიან ტან ბუდა
ვიკიპედიიდან
ტიან ტან ბუდა (Tian Tan Buddha, 天壇大佛) — დიდი ზომის ბრინჯაოს ბუდას ქანდაკება ნგონ-პინგში, ლანტაუს კუნძულზე, ჰონკონგი. ასევე ცნობილი როგორც "დიდი ბუდა", ეს უმაღლესი ღია ცის ქვეშ მდებარე ბრინჯაოს დამჯდარი ბუდას ქანდაკებაა. სკულპტურა მდებარეობს პო ლინის მონასტერთან და ადამიანსა და ბუნებას, ხალხსა და რელიგიას შორის ჰარმონიულ თანაარსებობას, ურთიერთობას განასახიერებს. ეს ჰონკონგის უდიდესი ბუდისტური ცენტრი და პოპულარული ტურისტული სანახაობაა.
თარგი:ბუდიზმი