ქედი
ვიკიპედიიდან
ქედი, მთიანი ქედი - დედამიწის ზედაპირის დიდი ამოზიდული ფორმა, მთების ერთობლიობა, რომელსაც აქვს გრძივი განფენილობა და მკაფიოდ გამოხატული თხემი, ერთიანი წყალგამყოფი ხაზის სახით, რომლის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი მწვერვალები, და ფერდობები, რომლებიც ურთიერთსაწინამღდეგოდ არიან მიმართულნი. როგორც წესი, ქედი შედის მთიანეთის შემადგენლობაში. ქედის სიმაღლე, სიგრძე და ფორმა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, განვითარების ისტორიაზე და ფენების ლითოგრაფიულ შემადგენლობაზე.
[რედაქტირება] საქართველოს მნიშვნელოვანი ქედები
ქედი | მაქს. სიმაღლე (მ) | მწვერვალი | |
1 | კავკასიონი | 5068 | შხარა |
2 | ხოხის ქედი | 5047 | მყინვარწვერი |
3 | პირიქითის ქედი | 4285 | დიკლოსმთა |
4 | ყუროს ქედი | 4048 | შინო |
5 | სვანეთის ქედი | 4008 | ლაჰილი |
6 | ლეჩხუმის ქედი | 3562 | სამერცხლე |
7 | გუდისის ქედი | 3339 | |
8 | კოდორის ქედი | 3313 | |
9 | სამსრის ქედი | 3301 | |
10 | გაგრის ქედი | 3259 | აგეფსთა |
[რედაქტირება] საქართველოს სხვა ქედები
- ალევის ქედი
- არსიანის ქედი
- აფხაზეთის ქედი
- აწუნთის ქედი
- ბზიფის ქედი
- გვერდითი ქედი
- გომბორის ქედი
- გუდამაყრის ქედი
- ეგრისის ქედი
- თრიალეთის ქედი
- კახეთის ქედი
- კედელის ქედი
- კიდეგანის ქედი
- ლიხის ქედი
- ლოქის ქედი
- მესხეთის ქედი
- მთიულეთის ქედი
- რაჭის ქედი
- უღვირის ქედი
- ქართლის ქედი
- შავანის ქედი
- შავშეთის ქედი
- შდავლერის ქედი
- შოდის ქედი
- ჩხალთის ქედი
- ცალგამის ქედი
- ხარულის ქედი
- ხევსურეთის ქედი
- ჯავახეთის ქედი
- ჯავის ქედი