ჯუანშერი
ვიკიპედიიდან
ჯუანშერი, XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, რომელსაც "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მიეკუთვნება ამ კრებულიში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგასლის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით. არის სხვა შეხედულებაც, რომ ჯუანშერის სახელით ცნობილი საისტორიო თხზულება მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს XI საუკუნის ისტორიკოსს ლეონტი მროველს.