ჰაზრი, ნაბი
ვიკიპედიიდან
ჰაზრი, ნაბი (ნამდვილი სახელი და გვარი ნაბი ალექბეროღლუ ბაბაევი) (* 10 დეკემბერი, 1924, სოფ. ხურდალანი), საბჭოთა ეპოქის აზერბაიჯანელი პოეტი. სკკპ წევრი 1955-იდან. დაამთავრა მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს აქვეყნებს 1944-იდან. პირველი კრებული "ოცნებათა ყვავილები" გამოსცა 1950. წერს პოემებს ("სუმგაითის დღიური" და სხვა). უმღერის სამშობლოს, სიყვარულს, მეგობრობას (ლექსი "ქართველ ძმებს"). ეკუთვნის კრებული "სამშობლო და უცხო მხარე" (1958), "მუხა კლდეზე" (1959), "დროის კალაპოტი" და სხვა. თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, შ. პეტეფის, ჰ. თუმანიანის, დ. გურამიშვილის ლექსები. სსრკ სახელმწიფო პრემია (1973). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.