ჰაიდარ ალი
ვიკიპედიიდან
ჰაიდარ ალი (* 1722 ― † 7 დეკემბერი. 1782, ჩიტურის ახლოს, კარნატაკა), მაისურის სახელმწიფოს გამგებელი, ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ მოძრაობის ორგანიზატორი სამხრეთ ინდოეთში.
ჩაატარა არმიის რეორგანიზაცია: გააუქმა ჯაგირების სისტემა, ჯარისკაცებისათვის შემოიღო ხელფასი, რომელსაც ხაზინა იხდიდა, შექმნა ევროპის ყაიდაზე გაწვრთნილი ქვეითი ნაწილები, გააძლიერა არტილერია. 1761-1764 წლებში მნიშვნელოვნად გააფართოვა მაისურის სამფლობელოები. მოიგერია მარათების რამდენიმე თავდასხმა. 1780 დადო მათთან კავშირი, რომლის მიზანი იყო ინგლისელების ბატონობის მოსპობა ინდოეთში. ინგლის-მაისურის II ომში (1780-1784) ჰაიდარ ალიმ ინგლისელებს წაართვა თითქმის მთელი კარნატიკი, მაგრამ 1781 რამდენიმე დამარცხება განიცადა, რამაც ინგლისელებს საშუალება მისცა მაისურისათვის ჩამოეშორებინა მოკავშირეები. ჰაიდარ ალი მარტო იბრძოდა. დაიღუპა ომში.