Anoraknophobia (ალბომი)
ვიკიპედიიდან
Anoraknophobia არის ჯგუფ მარილიონის მეთორმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 2001 წელს.
ჩრდილო-ამერიკული ტურის წარმატების შემდეგ ჯგუფმა თავად შესთავაზა ფანებს ალბომის ჩაწერის დაფინანსება, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო მუსიკალურ სამყაროში. ეს მოხდა ალბომის ჩაწერამდე დიდი ხნით ადრე. 12.500-ზე მეტმა ფანმა წინასწარ შეუკვეთა დისკი. ყველამ, ვინც შეუკვეთა ჯგუფის ალბომი, მიიღო სპეციალური ორდისკიანი გამოცემა, დამატებული ბონუს-ტრეკებით.
კომპოზიცია "Between You And Me" გამოვიდა ცალკე სინგლის სახით და იყიდებოდა მხოლოდ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. მისი რემიქსი მარკ კელიმ ჩაწერა.
ალბომის სახელწოდება არის სიტყვების "anorak" და "არახნოფონია" თამაში. "anorak" არის კაპიუშონიანი ტანისამოსი. "არახნოფონია" ობობების შიშს ნიშნავს. ალბომის ყდაზე გამოსახულია კაცუნები სერიალის South Park გმირების სტილში.
[რედაქტირება] სიმღერები
- "Between You And Me" – 6:27
- "Quartz" – 9:06
- "Map Of The World" – 5:02
- "When I Meet God" – 9:17
- "The Fruit Of The Wild Rose" – 6:57
- "Separated Out" – 6:17
- "This Is The 21st Century" – 11:07
- "If My Heart Were A Ball It Would Roll Uphill" – 9:28
ბონუს-დისკი:
- "Number One" – 2:48
- "The Fruit Of The Wild Rose" (დემო) – 6:20
- "Separated Out" (Demo) – 6:03
- "Between You And Me" (მარკ კელის რემიქსი) – 5:08
- "Number One" (დემოს ჩაწერის ვიდეო)
- "Map of The World" (დემოს ჩაწერის ვიდეო)