Brave (ალბომი)
ვიკიპედიიდან
Brave არის ჯგუფ მარილიონის მეშვიდე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1994 წელს.
ალბომით Holidays In Eden ჯგუფმა მსმენელთა დიდი აუდიტორია მიიზიდა. თუმცა, იმ დროს მათი მიზანი იყო ფესვებში დაბრუნება და კვლავ მუშაობა პროგრესიული როკის ჟანრში. Brave კონცეფტუალური ალბომია, რომელიც ეყრდნობა ახალ ამბებში მოსმენილი ისტორიას. სტივ ჰოგარტმა მოისმინა ისტორია გოგონაზე, რომელიც სევერნის გემზე დადიოდა და არ იცოდა, ვინ არის და საიდან მოვიდა, ასევე არ სურდა არაფერზე საუბარი. ჰოგარტმა დაწერა ამაზე საინტერესო ისტორია - მან საკუთარი ვარაუდი გამოხატა იმის თაობაზე, თუ რამ მიიყვანა გოგონა ხიდამდე.
ჯგუფი დასახლდა საფრანგეთში, ალბომის ჩასაწერად, რაც კარგად აისახა დისკის ატმოსფეროზე. ერთ დღეს ისინი შევიდნენ ერთ-ერთ გამოქვაბულში და ჩაიწერეს გამოქვაბულის იდუმალი ხმები.
Brave ჯგუფის მრავალი თაყვანისმცემლის მიერ ითვლება მარილიონის საუკეთესო დისკად. პოტენციური სინგლები აქ არ არის და არც ხმისჩამწერ კომპანიას გადაუდგამს რამე ნაბიჯი განსაკუთრებული პრომოუშენისათვის. მიუხედავად ამისა, გამოვიდა სამი სინგლი: The Great Escape. (1994 წლის თებერბალში), The Hollow Man (1994 წლის მარტში) და Alone Again In The Lap Of Luxury (1994 წლის აპრილში).
ალბომის ანოტაციაში გარკვევით წერია:
"მოუსმინეთ ალბომს მაღალ ხმაზე, გამორთული შუქით"
[რედაქტირება] სიმღერები
ყველა სიმღერის ავტორები: ჰოგარტი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოზლი. ყველა ტექსტის ავტორი - სტივ ჰოგარტი (გარდა აღნიშნულისა).
- "Bridge" – 2:55
- "Living With The Big Lie" – 6:46
- "Runaway" (Hogarth/Helmer) – 4:40
- "Goodbye To All That" – 12:26
- "Hard As Love" (ჰოგარტი/ჰელმერი) – 6:41
- "The Hollow Man" – 4:08
- "Alone Again In The Lap Of Luxury" – 8:13
- "Paper Lies" (ჰოგარტი/ჰელმერი) – 5:47
- "Brave" – 7:56
- "The Great Escape" (ჰოგარტი/ჰელმერი) – 6:30
- "Made Again" (ჰელმერი) – 5:02
1998 წლის განახლებულ ვერსიას მოჰყვება მეორე დისკი:
- "The Great Escape" (ორკესტრული ვერსია) – 5:18
- "Marouatte Jam" – 9:44
- "The Hollow Man" (აკუსტიკური) – 4:10
- "Winter Trees" – 1:47
- "Alone Again In The Lap Of Luxury" (აკუსტიკური) – 2:43
- "Runaway" (აკუსტიკური) – 4:27
- "Hard As Love" (ინსტრუმენტული) – 6:48
- "Living With The Big Lie" (დემო) – 5:12
- "Alone Again In The Lap Of Luxury" (დემო) – 3:17
- "Dream Sequence" (დემო) – 2:36
- "The Great Escape" (Spiral Remake) – 5:48