This Strange Engine (ალბომი)
ვიკიპედიიდან
This Strange Engine არის ჯგუფ მარილიონის მეცხრე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1997 წელს, ჯგუფის პირად ხმისჩამწერ ფირმაზე კესტლ რეკორდს. ჯგუფის ბევრი მოყვარული ამ ალბომმა მეტად გააოცა - იმით რომ კოლექტივი კვლავ უშვებდა სტუდიურ ალბომებს, მიუხედავად მცირე დაფინანსებისა.
ალბომის პირველი სინგლი იყო Man Of A Thousand Faces, პირველი სიმღერა დისკზე. გერმანიის ჰიტ-აღლუმებში იგი მრავალი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. არსებობს მისი ვიდეოკლიპიც. მეორე და მესამე სინგლები იყო Eighty Days და Memory Of Water. სიმღერა Estonia აღსანიშნავია თავისი ისტორიით - სტივ ჰოგარტმა გაიცნო ბრიტანელი, რომელიც ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი იყო 1994 წელს ბალტიის ზღვაში ჩაძირული ბორანის ესტონეთი 850-ზე მეტი ადამიანიდან.
[რედაქტირება] სიმღერები
- "Man Of A Thousand Faces" – 7:33
- "One Fine Day" – 5:31
- "80 Days" – 5:00
- "Estonia" – 7:56
- "Memory Of Water" – 3:01
- "An Accidental Man" – 6:12
- "Hope For The Future" – 5:10
- "This Strange Engine" – 15:36