აბრაკადაბრა
ვიკიპედიიდან
აბრაკადაბრა - /ლათ. abracadabra/ ნიშნავს:
- უაზრო სიტყვა, რომელსაც იყენებდნენ წარმართულ ლოცვებში და აწერდნენ ამულეტებზე; ძველი ებრაელების და ბერძნების რწმენით მაგიური ძალა ჰქონდა.
- უაზრი სიტყვები, აბდაუბდა.
[რედაქტირება] ისტორია
ეს სიტყვა ამჟამად ფართოდ გამოიყენება, როგორც ინკანტაცია სცენური მაგების მიერ. თუმცა უძველეს დროში ამ სიტყვას გაცილებით უფრო სერიოზულად ეკიდებოდნენ სულების გამოძახებისას და/ან ავადმყოფის ცხელების ან სხვა მძიმე სენისგან განსაკურნავად. პირველიდ დოკუმენტური ხსენება ამ სიტყვისა არსებობს მე-2 საუკუნეში რომის იმპერატორი კარაკალას ექიმი სერენუს სამონიკუსის პოემაში De Medicina Praecepta, რომელმაც ავადმყოფს გამოუწერა ამულეტის ტარება, რომელზეც ეს სიტყვა ამგვარად ეწერა:
A B R A C A D A B R A
A B R A C A D A B R
A B R A C A D A B
A B R A C A D A
A B R A C A D
A B R A C A
A B R A C
A B R A
A B R
A B
A
ამგვარად, მისი ახსნით, სულის გავლენა პაციენტის ავადმყოფობაზე მცირდებოდა. სერენუს სამონიკუსის სამედიცინო სწავლებებს მისდევდნენ სხვა რომაელი იმპერატორებიც, მათ შორის პუბლიუს სეპტიმიუს გეტა და ალექსანდრე სვერუსი.