აბულაძე, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე სერგის ძე აბულაძე (* 25 დეკემბერი 1898/7 იანვარი, 1899, სოფ. ჩხარი, თერჯოლის რაიონი ― † 24 იანვარი, 1971, თბილისი), საბჭოთა ეპოქის ქართველი ბიოქიმიკოსი.
1928 წელს დაამთავრა თსუ ქიმიურ-ფარმაცევტული ფაკულტეტი, 1931 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1937-1948 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგე, 1948-1963 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის პროფესორი, 1950-1971 საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი. შეისწავლიდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).