აგიტატორი
ვიკიპედიიდან
"აგიტატორი", ორკვირეული ჟურნალი, საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და მასობრივი კამპანიების განყოფილების ორგანო. გამოდიოდა 1930 თბილისში ქართულ ენაზე. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატიები მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სამეურნეო, კულტურულ და საერთაშორისო საკითხებზე. გამოვიდა 11 ნომერი. პასუხისმგებელი რედაქტორი - პ. აღნიაშვილი.