ადიგენი
ვიკიპედიიდან
ადიგენი - დაბა ადიგენის რაიონში, რაიონული და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან 32 კმ-ზე. ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი - ცივი, ზაფხული - ხანგრძლივი და გრილი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა 1.0 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ადიგენის მიდამოებშია XIV ს-ის ჭულის გუმბათიანი ეკლესია სამწირველოთი და სამრეკლოთი, ზანავის ციხე.