ავალიშვილი, ნიკოლოზ
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (* 1844 ― † 1929), ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1878-1879 წლებში იყო განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეური. 1869-1872 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "მნათობს". ავალიშვილის თხზულებანი იბეჭდებოდა "ცისკარში", "მნათობში", "ივერიაში". თარგმნა სერვანტესის "დონ კიხოტი", შილერის პიესები, ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება", სენკევიჩის "ვიდრე ხვალ, უფალო", სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი" და სხვა.