აკეს სტატერი
ვიკიპედიიდან
აკეს სტატერი, კოლხეთში მოჭრილი ოქროს მონეტა (ძვ. წ. III ს.). მხატვრულად და ტექნიკურად შესრულებით არ ჩამოუვარდება პროტოტიპს - ლისიმაქეს სტატერებს. წონა - 8,45 გ. მონეტის შუბლზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის პროფილი, ზურგზე - ქალღმერთი ათენა და ბერძნული წარწერა Basileos Aku - აკე მეფისა. კოლხეთის მეფის სახელი - აკე სხვა წყაროებით უცნობია.
ცნობილია ორი ასეთი სტატერი, ორივე ძველი კოლხეთის ტერიტორიაზექ აღმოჩენილი. ტრაპიზონის მიდამოებში ნაპოვნი აკეს სტატერი დაცულია პარიზის მედლების კაბინეტში, ხონის რაიონის სოფ. კინჩხაში ნაპოვნი მონეტა - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.