ალაბამა (შტატი)
ვიკიპედიიდან
ალაბამა (Alabama, Al), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ეწოდა ალიბამას ინდიელთა ტომის მიხედვით. 1702 წლიდან ფრანგული ლუიზიანის ნაწილი იყო, 1763 წელს გადაეცა ბრიტანეთს. 1817-დან აშშ-ს ტერიტორიაა, 1819-დან - შტატი; 1861-1868 წლებში კონფედერაციის წევრი იყო. 1868 – კვლავ აშშ-ს შემადგენლობაში.
- ფართობი – 131 ათასი.
- მოსახლეობა - 4,498 ათასი (თეთრი 73,6 %, აფროამერიკელი 25,3 %, ლათინურამერიკელი 0,6 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 60 %.
- ქალაქები – მონტგომერი (დედაქალაქი), 196 ათასი, ბირმინგემი, 258 ათასი, მობილი, 203 ათასი.