ალდროვანდა
ვიკიპედიიდან
ალდროვანდა (Aldrovanda vesiculosa), მწერიჭამია წყლის მცენარე დროზერისებრთა ოჯახისა. ალდროვანდა უფესვოა, ძაფისებრი ღეროებით წყალში ჩაყურსული. რგოლურად განლაგებული ფორტლების განიერი ყუნწი გრძელი ჯაგრებით ბოლოვდება, ზედ ფოთოლზე კი მომნელებელი ჯირკვლები და მგრძნობიარე ბუსუსები აქვს, რომელთა გაღიზიანებისას ფოთოლი შუაზე იკეცება და მსხვერპლს შიგ იმწყვდევს, შემდეგ კი ინელებს.
ალდროვანდა იკვებება მწერებით, წყლის ლარვებით და კიბოსნაირებით. გვხვდება დასავლეთ ევროპაში, აფრიკაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ბებესირის ტბაშია (აფხაზეთი) ნახული.