ალექსიძე, ნელი
ვიკიპედიიდან
ნელი ალექსანდრეს ასული ალექსიძე (* 12 დეკემბერი, 1921, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, უმთავრესად მუშაობს დაზგური ქანდაკების დარგში. ალექსიძის ძერწვის რეალისტური მანერა სადა და გამომსახველია. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ცეკვა ქართული" (1951, თაბაშირი), "მოცეკვავე ქალი დაირით" (1953, ფაიანსი), აკადემიკოს ნ. ყიფშიძის პორტრეტი (1952, მარმარილო; ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "მედიცინის და" (1964, თაბაშირი), გენერალ-მაიორი ე. კობერიძის პორტრეტი (1965, მარმარილო; ორივე საქართველოს სახელმწიფო გალერეა), ი. გრიშაშვილის პორტრეტი (1966, ბრინჯაო მთაწმინდის პანთეონი).