ალექსი-მესხიშვილი, ბარბარე
ვიკიპედიიდან
ბარბარე ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილი (* 1 თებერვალი/13 თებერვალი, 1898, თბილისი ― † 25 დეკემბერი, 1972, იქვე), ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1943). ლადო მესხიშვილის ქალიშვილი.
მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული დრამატული კურსების დამთავრების შემდეგ 1916-1941 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის, კიევის, ხარკოვისა და სხვა თეატრებში, 1942-1944 თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში ასრულებდა კომედიურ და მოზარდი ბიჭუნების როლებს. აღსანიშნავია მისი დონ ხილი და მართა (ტირსო დე-მოლინას "დონ ხილ-მწვანეშარვლიანი" და "ღვთისმოსავი მართა"), პაისკეტი (პინეროს "სახიფათო ასაკი"), მირანდოლინა (გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ტუგინა (ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი").