ამბროსი ნეკრესელი
ვიკიპედიიდან
ამბროსი ნეკრესელი (ერისკაცობაში ზაქარია მიქაძე) (* 1728 ― † უცნობია), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, პოეტი. ბერად აღიკვეცა 1777 წლის შემდეგ. 1794-1812 წლებში იყო ნეკრესის ეპისკოპოსი. ამბროსი ნეკრესელის დოგმატიკური ქადაგებებს ანტონ კათოლიკოსის სკოლის გავლენა ეტყობა. მისი ქადაგებების მეორე ნაწილი ერის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ ამბებს ეხმაურება, ასახავს საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და მრევლს სამშობლოს სამსახურისაკენ მოუწოდებს. ამბროსი ნეკრესელი წერდა აგრეთვე როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსის ლექსებს.