ამპურა
ვიკიპედიიდან
ამპურა, მაპურა, პურა-პურა, დათვი-ბაბა (Sorbus graeca), მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ბუჩქი ან მცირე ზომის ხე. აქვს მომრგვალო, ქვედა მხრიდან თეთრი, ქეჩისებრბუსუსიანი ფოთლები, ვაშლის ფორმის ჟოლოსფერი ნაყოფი. გავრცელებულია დასავლეთ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მცირე აზიასა და ბალკანებში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში - თითქმის ყველგან. ამპურაიზრდება სუბალპურსა და ტყის ზედა სარტყელში კლდეებზე, ქვიან ადგილებში და ჩამონაზვავებზე, უმეტესად მზვარე ადგილებში, ზოგან ზღვის დონიდან 2 500 მ-მდე. საქართველოში კი - 1200-1500 მ სიმაღლემდე. თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა, აქვს მაგარი მაღალხარისხოვანი მერქანი, რომელსაც სხვადასხვა ნაკეთობისათვის იყენებენ. ფოთლებისაგან მზადდება მოყავისფრო-შავი საღებავი. ამპურას ნაყოფს ძველად საქარტველოში პურის გულად ხმარობდნენ, ან ფქვავდნენ და ხორბლის ფქვილს ურევდნენ.