ამქარი
ვიკიპედიიდან
ამქარი (სპარს. همکار ჰამქარ - თანამოსაქმე) ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანება შუასაუკუნის ქალაქებში. ამიერკავკასიაში ამქრის შესატყვისი ტერმინი XVII-XVIII საუკუნეებში იყო ასნაფი, ესნაფი. უფრო ადრე ხელოსანთა გაერთიანებას საქართველოში თაბუნი ეწოდებოდა. სიტყვა ამქარი საქართველოში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ XIX საუკუნეში. არსებობდა წესდება, სადაც აღნუსხული იყო ამქრის ფუნქციები, წევრთა უფლება-ვალდებულებანი, წარმოების პირობები, ხშირად წარმოების საშუალებებიც, სახელოსნოს, როგორც საწარმოს, ორგანიზაცია და სხვა.
ამქარს ჰყავდა უხუცესი (უსტაბაში), ჰქონდა სალარო, ალამი და სხვა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- ამქრული წყობილება