ანდრონიკაშვილი, ელო
ვიკიპედიიდან
ელო (ელენე) იოსების ასული ანდრონიკაშვილი (* 27 აპრილი, 1883, კარდანახი, სიღნაღის მაზრა ― † 12 მარტი, 1956, თბილისი), ქართველი მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1944).
1905-1907 წლებში პარიზის სორბოლის უნივერსიტეტის მსმენელი. 1912-1923 წლებში მოღვაწეობდა როგორც პროფესიული მსახიობი თბილისში და სხვა ქალაქებში. როლებში: რუქაია და გაიანე (სუმბათაშვილის "ღალატი"), კაროჟნა (კლდიშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჰანელე (ჰაუპტმანის "ჰანელე"), კატიუშა მასლოვა (ტოლსტოის "აღდგომა") და სხვა. იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. თარგმნა ო. უალდის "ჰადუის დედოფალი", კადელბურგის "შავი ლაქა", ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი" და სხვა პიესები. ცნობილი იყო როგორც ქართული და აღმოსავლური ცეკვების ჩინებული შემსრულებელი.