ანდრონიკაშვილი, მალხაზ
ვიკიპედიიდან
მალხაზ (მელქისედეკ) ანდრონიკაშვილი ( † დაახლოებით 1822), ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში (ცერემონიალისა და კარის დაცვის უფროსი).
სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა ერეკლე II-ის ქალის - ელენეს ასული მაია (მარიამი), სოლომონ II-ის და. მათხოჯის ბრძოლაში (1789) დაამარცხა სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე. სოლომონმა სოლომონ II საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოებში უბოძა მამული 800 კომლი გლეხითურთ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ ანდრონიკაშვილს მიმოწერა და კავშირი ჰქონდა ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. 1810 იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან სოლომონ II-ის დავალებით ჯერ ოამალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათალიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარ-მართებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. გარდაცვალებამდე კახეთში ცხოვრობდა.