ანტონიმი
ვიკიპედიიდან
ანტონიმები (ბერძნ. anti = წინააღმდეგ, onoma = სახელი) საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვათა წყვილებია, როგორებიცაა, მაგ. 'ცხელი და ცივი', 'მსხვილი და წვრილი', 'მაღლა და დაბლა'. სიტყვებს შეიძლება სხვადასხვა ანტონიმი გააჩნდეს, მნიშვნელობისდა მიხედვით. მაგ. ორივე სიტყვა 'გრძელი' და 'მაღალი' არის 'მოკლეს' ანტონიმები. სიტყვები 'ანტონიმი' და 'სინონიმი' ანტონიმებია.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ანტონიმი ფილოლოგთა მიერ მხოლოდ მე-19 საუკუნიდან გამოიყენება, სიტყვათა ამგვარი ურთიერთობა ენის ფუნდამენტური ნაწილია, განსხვავებით სინონიმებისგან, რომლებიც ისტორიის და განსაზღვრებების ჩამოყალიბების შედეგია, ან ჰომონიმების, რომლებიც ძირითადად ეტიმოლოგიური შემთხვევითობა ან დამთხვევებია.