ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "დადიანი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დადიანი |
ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი († 1815), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მქადაგებელი. სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის ვაჟიშვილი. 1761 მიიღო ცაგერლობა (ცაგერის ეპისკოსობა). 1777 დაინიშნა ჭყონდიდლად. 1788 წელს უარი სთქვა ეპისკოპოსობაზე და განდგა უბრალო მღვდლად თავისივე დაარსებულ ნახარეუბოს მონასტერში. ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის ქადაგებანი ძირითადად ზნეობრივ-დოგმატიკური ხასიათისაა. ეხება სოციალურ საკითხებსაც - გმობს გლეხთა ექსპლუატაციიას. სომხურიდან გადმოაკეთა საღვთისმეტყველო თხზულება სახელად "წიგნი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებისა", რომელიც ალბერტ დიდის საღვთისმეტყველო მოძღვრებაზეა აგებული და "დიდი ლოღიკა" ანტონ კოვადის წიგნიდან "ჭეშმარიტი და შეურყვნელი ფილოსოფიური მოძღვრება თომა აქვინელისა."