არბესი, იაკუბ
ვიკიპედიიდან
იაკუბ არბესი (* 12 ივნისი, 1840, პრაღა ― † 8 აპრილი, 1914, იქვე), ჩეხი მწერალი. ჩეხურ ლიტერატურაში დაამკვიდრა მოთხრობის თავისებური ჟანრი - რომანეტო. ამ ჟანრის ბევრ ნაწარმოებში, აგრეთვე სოციალურ რომანებში "არსებობის კანდიდატები" (1878), "შტრაიხპუდლიკები" (1880) და სხვა მწერლის უტოპიურ-სოციალისტური თვალსაზრისი გამოსჭვივის. არბესი ხშირად ორგანულად უხამებს ერთმანეთს რეალობასა და ფარტასტიკას. მოთხრობებში "წმინდა ქსავერი" (1873), "ნიუტონის ტვინი" (1877) და სხვა ეხება ომისა და მშვიდობის პრობლემებს.