არგუნი
ვიკიპედიიდან
არგუნი, მდინარე რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე. მდინარე შილკასთან შეერთების შემდეგ ქმნის მდინარე ამურს. სიგრძე 1620 კმ, აუზის ფართობი 164 ათ. კმ2 . სათავე დიდი ხინგანის მთებში (ჩინეთი). იქ მას ხაილარი ჰქვია. შემდეგ მიედინება ფართო ხეობაში. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. იყინება ნოემბრის ბოლოს. ყინილძვრა - მაისში. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - გენხე, ნიუერხე, მარცხენა - უროვი, ურიემკანი, გაზიმური. ნაოსნობა არარეგულარულია.