არყისძირა
ვიკიპედიიდან
არყისძირა (Krombholzia scabra), სახეობა ბებერა სოკოების გვარისა. ქუდი ნაცრისფერი ან მურა-მონაცისფროა. ქვედამხარეზე აქვს თეთრი მილები, რომლებიც შემდეგ ნაცრისფერდება. რბილობი თეთრია, ფეხი - თეთრი ან ნაცრისფერი, მურა ან შავი ქერცლით დაფარული. საქართველოში ზაფხულ-შემოდგომით მხოლოდ არყნარში იზრდება. ახალს, გამხმარსა და დამუშავებულს საჭმელად უყენებენ.