არშაკიანები
ვიკიპედიიდან
არშაკიანები ქართლისა, "ქართლის ცხოვრების" თანახმად, სომეხი არშაკუნიანების ქართლის გამეფებული შტო. ცნობა გარკვეულ ეჭვს იწვევს, რადგან სომხეთში არშაკუნიანები ახ. წ. I საუკუნის 60-იან წლებში გამეფდნენ, ქართლში კი, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ისინი გამეფებულან ძვ. წ. II საუკუნის II ნახევარში.