არცნობილი ქვეყნების სია
ვიკიპედიიდან
რამდენიმე გეოპოლიტიკურ ერთეულს მსოფლიოში არა აქვს საერთაშორისო აღიარება, თუმცა ისინი დე ფაქტო დამოუკიდებელი მმართველობის ერთეულები ან სახელმწიფოები არიან.
უმრავლესობა მათგანის არის სუბნაციონალური რეგიონი საკუთარი ეთნო-ნაციონალური თვითმყოფადობით, რომლებიც ჩამოსცილდნენ (გამოეყვნენ) მათ ძირ/მშობელ ქვეყანას და ამგვარად მათ სეპარატისტულ სახელმწიფოებსაც უწოდებენ.
[რედაქტირება] ნაწილობრივ ცნობილი სახელმწიფოები დე ფაქტო კონტროლით საკუთარ ტერიტორიაზე
გაეროს წევრი ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ არიან ცნობილი გაეროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ აქ მოყვანილი არ არის (მაგ. 39 ქვეყანა არ ცნობს ისრაელს როგორც სახელმწიფოს).
- ჩინეთის რესპუბლიკა (R.O.C), რომელიც 1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომის წაგების შემდეგ აკონტროლებს მხოლოდ ტაივანს და რამდენიმე სხვა მცირე კუნძულს და ამჟამად ცნობილია მხოლოდ 25 ქვეყნის მიერ. დე ფაქტო კავშირებს სხვა ქვეყნებთან ახორიცელებს ისეთი ინსტიტუტებით, როგორიცაა ტაიპეის ეკონომიკური და კულტურული წარმომადგენლობის ოფისი.
- ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (TRNC) შეიქმნა ჩრდ. კვიპროსში 1975 წელს ამ კუნძულზე თურქეთის არმიის შეჭრის შემდეგ ბერძენ კვიპროსელთა მიერ ხუნტის მოწყობის საპასუხოდ. ხუნტის მიზანი იყო კუნძულის საბერძნეთთან მიერთება. ფორმალურად დამოუკიდებლობა გამოცხადა 1983 წელს და დღემდე ის მხოლოდ თურქეთმა ცნო. 2004 წელს გაეროს ეგიდით ჩატარდა რეფერენდუმი კვიპროსის ორი ნაწილის გაერთიენებისთვის. გაერთიანებას მხარი დაუჭირეს თურქმა კვიპროსელებმა, თუმცა მას წინ აღუდგნენ ბერძნები. მას შემდეგ დიპლომატიური მცდელობები ამ საკითხის გადასაწყვეტად არ განხორციელებულა. კვიპროსის ბერძნული ნაწილი იმავე წელს ევროპის კავშირის წევრი გახდა, რამაც გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრებით კიდევ უფრო გაართულა ვითარება ამ რეგიონში.