არჯევნიშვილი, მარიამ
ვიკიპედიიდან
მარიამ ალექსის ასული არჯევნიშვილი (* 11 მარტი, 1918, სოფ. ენისელი, ახლანდელი ყვარლის რაიონი ― † 25 დეკემბერი, 1958, თბილისი), ქართველი მომღერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი და ფანდურზე დაკვრის ვირტუოზი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951). ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ გუნდებსა და ხალხურ საკრავთა ანსამბლებს.