ასტაუროვი, ბორის
ვიკიპედიიდან
ასტაუროვი, ბორის ლევის ძე ( რუს. Астауров, Борис Львович) ( * 14 ოქტომბერი, 27 ოქტომბერი, 1904, მოსკოვი ― † 21 ივნისი, 1974. მოსკოვი ), საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი, ექსპერიმენტატორი ემბრიოლოგი; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ( 1966 ), გენეტიკოსთა და სელექციონერთა საკავშირო საზოგადოების პრეზიდენტი ( 1966 ), განვითარების ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ( 1967 ). ასტაუროვის ძირითადი გამოკვლევები ეხება აბრეშუმის პეპლის ( თუთის აბრეშუმხვევიას ) მემკვიდრულობის თეორიული და პრაქტიკული პრობლემების, განსაკუთრებით ჰიბრადიზაციის საკითხებს. დაამუშავა ხელოვნური ( თერმული ) პართენოგენეზის მეთოდი, აღმოაჩინა სრული სახეობათშორისი ანდროგენეზის მიღების ხერხი და დაამტკიცა უჯრედის ბირთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა სახეობის თავისებურებების მემკვიდრეობით გადაცემაში.