ასტემიროვა, ეთერ
ვიკიპედიიდან
ეთერ ასტემიროვა (დ. 1943, გულრიფშის რაიონი, სოფელი განახლება) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი 2003 წლის დეკემბრიდან.
[რედაქტირება] განათლება
- 1976 - დაამთავრა ლენინგრადის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაცია.
[რედაქტირება] შრომითი საქმიანობა
- 1961 - დაიწყო მუშაობა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში ტექნიკოს-ჰიდროლოგად. სადაც მუშაობდა 1967 წლამდე.
- 1967 – 1970 - მუშაობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის მელიორაციის სამინისტროში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინრად, უფროს ინჟინრად.
- 1977 – 1978 - მუშაობდა კალუგაში სამშენებლო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად.
- 1978 – 1985 - მუშაობდა კარელიის ჩრდილო-დასავლეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტში უფროს ინჟინრად.
- 1985 - გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განყოფილების უფროსად. პარალელურად იგი კითხულობდა ლექციების კურსს ზოგად ჰიდროლოგიაში აფხაზეთის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.
- 1991 - არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და საპროცედურო საკითხების, დეპუტატთა უფლებამოსილებისა და ეთიკის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ.
- 1992 – 1995 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.
- 1995 – 2000 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.
- 2003, დეკემბერი - დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად.