ასფაგური
ვიკიპედიიდან
ასფაგური, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით - ქართლის XXIII, ხოლო "მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით - XXV მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. უნდა იყოს სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის ( 226 - 241 ) თანამედროვე. სომეხთა მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი; მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა.