ატკვერი
ვიკიპედიიდან
ატკვერი, ზაგარი, უღელტეხილი სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. აკავშირებს სოფლებს უშგულსა (ენგურის ხეობა) და ცანას (ცხენისწყლის ხეობა). ზღვის დონიდან 2642 მ. სვანეთის ქედის უდაბლესი და ერთადერთი საავტომობილო უღელტეხილი. მოვაკებული უნაგირაა. დაფარული ალპური მდელოებით.