აფსნი აყაზარა
ვიკიპედიიდან
"აფსნი აყაზარა" ("აფხაზეთის ხელოვნება"), აფხაზური დასურათებული ჟურნალი, აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ორგანო. დაარსდა სოხუმში 1979 წელს თეატრის, მუსიკის, არქიტექტურის, მხატვრობისა და სხვა საკითხების გასაშუქებლად. პირველ ნომერში გამოქვეყნებული იყო პირველი აფხაზი პროფესიონალი მხატვრის ა. შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრები.