ბაგრატ VI
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბაგრატ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბაგრატ |
ბაგრატ VI, იმერეთში ბაგრატ II (დაახლოებით * 1439 ― † 1478), იმერეთის მეფე 1463-1466, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478, ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმონადგენელი. XV საუკუნის შუა წლებში იყო სამოქალაქოს ერისთავი. სამეფო ხელისუფლების მოქინააღმდეგე ყვარყვარე II ჯაყელთან კავშირის გამო საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ ბაგრატ VI-ს 1462 ქუთაისი ჩამოართვა. ბაგრატ VI აჯანყდა, 1463 ჩიხორის ბრძოლაში გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. 1465 გიორგი VIII ყვარყვარე II ჯაყელმა დაატყვევა; ბაგრატ VI-მ ამით ისარგებლა, ქართლში გადავიდა და 1466 თავი მეფედ გამოაცხადა. 1477 საქართველოში შემოჭრილმა ირანის ლაშქარმა უზუნ-ჰასანის მეთაურობით თბილისი, გორი და ქართლის ვაკე დაიკავა. ბაგრატ VI უზუნ-ჰასანს დაუზავდა და ხარკი იკისრა, მაგრამ მალე, უზუნ-ჰასანის სიკვდილისთანავე (1478), მტერმა საქართველო მიატოვა.