ბადრიშვილი, გიორგი
ვიკიპედიიდან
გიორგი მიხეილის ძე ბადრიშვილი (* 2 აგვისტო, 15 აგვისტო, 1906, სოფ. ფცა, ახლანდელი ქარელის რაიონი ― † 17 აპრილი, 1989, თბილისი ), ქართველი აგრონომ-მემცენარე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). 1930 დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1950-1974 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერების , პროპაგანდისა და სასოფლო-სამეურნეო განათლების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1974-იდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე. 1987-იდან - ამავე კათედრის კონსულტანტი. ბადრიშვილმა შეისწავლა კარტოფილისა და ძირხვენების აგროტექნიკური საკითხები საქართველოს პირობებში. ბადრიშვილი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.