ბათიაშვილი, დიმიტრი
ვიკიპედიიდან
დიმიტრი ირაკლის ძე ბათიაშვილი(* 27 თებერვალი, 1940, თბილისი), ქართველი კინორეჟისორი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთავევის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1963) და მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო ფილმები: "ფანჯარა" (1965), "გია და ზურა" (1965), "ქერათმიანი ქალიშვილი" (1968), "ბავშვობა" (1970), "მჭედელი" (1971), "სერგო ზაქარიაძე" (1972), "სვანეთი" (1974), "ავლიპი ზურაბიშვილი" (1975, დიდი პრიზი, პრემია და დიპლომი ბათუმში ქართული ფილმების რესპუბლიკურ კინოფესტივალზე, 1976), "სიმებიანი კვარტეტი" (1976), "შნო" (1977), "არასერიოზული კაცი" (1980, 3 პრიზი ერევანში სატელევიზიო ფილმების IX სატელევიზიო ფილმების IX საკავშირო კინოფესტივალზე, 1981), "ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან" (1984), "ცარიელი ბინა" (1987) და სხვა.