ბაითი
ვიკიპედიიდან
სიტყვას "ბაითი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაითი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ბაითი, ბეითი, არაბული ლექსის სტრიქონი, რომელიც დასრულებულ აზრს შეიცავს. ბაითი ორი მკვეთრად გამოხატული ნახევრისაგან (მისრა) შედგება. პირველს ეწოდება სადრი, მეორეს - აჯუზი. ორივე ნახევარი ჩვეულებრივ ტოლი სიგრძისაა, თუმცა სალექსო ზომათა ბევრ ვარიანტში მათი სირგძეთა არათანაბრობაც დასტურდება. კასიდის პირველ ბაითში, როგორც წესი, ორივე ნახევარი ერთი რითმითაა დაკავშირებული. ბაითი გავრცელებულია სპარსულ- და თურქენოვან პოეზიაშიც, სადაც მისი ორივე ნახევარი დამოუკიდებელ ტაეპებად განიხილება. ამის შედეგად ბაითი განისაზღვრება როგორც ორტაეპიანი ერთეული.