ბაკხი
ვიკიპედიიდან
ბაკხი, უღელტეხილი სვანეთის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთ განშტოების - ბაკხილის (ბაკხილდაღის) ქედზე. სიმაღლე 2723 მ გადასასვლელი ენგურის ხეობიდან ლაჰლას ხეობაში. ბაკხის მიდამოები აგებულია ტრიასული და ზედაპალეოზოური ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. კალთები დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით.