ბაჟბეუქ-მელიქიანი, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბაჟბეუქ-მელიქიანი (ბაჟბეუქ-მელიქოვი) (* 30 აგვისტო/11 სექტემბერი, 1891, თბილისი ― † 20 ივლისი, 1966, იქვე), სომეხი ფერმწერი. ცხოვრობდა საქართველოში. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1961).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1906-1910 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1910-1912). ასწავლიდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში (1922-1929), თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1929-1938). ბაჟბეუქ-მელიქიანის ნამუშევრებს ახასიათებს ფერწერილობა, დახვეწილი კოლორიტი, ლირიზმი და შინაგანი სითბო. მთავარი ნამუშევრები: "წისქვილი ორთაჭალაში" (1930), ავტოპორტრეტი (1935, ორივე სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), "მწვანე თუთიყუში" (1933), სურათების ციკლი "ცირკი" (1930-1940), "მიტოვებული" (1942, ყველა კერძო კოლექცია), "საჩუქარი ფრონტისათვის" (1944), "ქალიშვილი ყვავილით" (1946, ორივე - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი).