ბასილი ვაჩეს ძე
ვიკიპედიიდან
ბასილი ვაჩეს ძე, XI საუკუნის ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, კათოლიკოსი (დაახლოებით 1090-1100).
ვარაუდობენ, რომ ეფრემ მცირის ძმა იყო. სწავლა-განათლება კონსტანტინოპოლში მიუღია. სამშობლოში დაბრუნებული შიომღვიმის სავანეში დამკვიდრებულა. მას ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება "თხრობაჲ სასწაულთათჳს წმინდისა და ღმერთ-შემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ" და "დასდებელი შიოჲსი", რომლებიც შეიცავენ საქართველოს ისტორიისათვის საინტერესო მასალებს.