ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელი
ვიკიპედიიდან
ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელი, საქართველოს სამეფოს მწიგნობართუხუცესი 1248-1265. მეფე დავით-ულუს საქართველოში არ ყოფნის დროს ბასილის სახელმწიფო მართვა ჰქონდა მინდობილი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის იმ ღომისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას, რომელთა მიზანი იყო XIII საუკუნის შუა წლების დიდი ეკონომიური კრიზისის შენელება. ბასილის წინადადებით გაღარიბებულ მოსახლეობას დაურიგდა ეკლესიის კუთვნილი მიწების ნაწილი. ამ ნიადაგზე ბასილს გადაემტერნენ ეკლესიის მარალი წრეები, რომლებმას მეფე დავით-ულუ დაარწმუნეს ბასილის ორგულობაში. ცრუ ბალდების საფუძველზე ბასილი დააპატიმრეს და გაუსამართლებლად ჩამოახრჩვეს.