ბატკანძერი
ვიკიპედიიდან
ბატკანძერი, კრავიჭამია (Gypaetus barbatus), მტაცებელი ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 110 სმ. აღწევს, ფრთების შლილი - 270 სმ-მდე. თავი და მუცლის მხარე მოყვითალო ან მოთეთროა, ზურგი - მოშავო. ბატკანძერის ნისკარტის ქვემოთ ჯაგრისებრი ბუმბული - "წვერი" აქვს. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიისა და აფრიკის მთებში. საქართველო|საქართველოში - კავკასიონზე და სამხრეთ მთიანეთში (4800 მ-მდე ზღვის დონიდან). ბუდობს კლდის ნაპრალებში დებს ერთ კვერცხს. კრუხობა გრძელდება 54 დღე. ძირითადად მძორით იკვებება.