ბაქრაძე, აკაკი
ვიკიპედიიდან
კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე აკაკი ბაქრაძის შესახებ იხილეთ ბაქრაძე, აკაკი ვიქტორის ძე |
აკაკი ტრიფონის ძე ბაქრაძე (* 3 ივნისი/16 ივნისი, 1890, სოფ. ხეითი, ახლანდელი ონის რაიონი ― † 30 იანვარი, 1979, თბილისი), ქართველი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1920 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1921 წლიდან მუშაობს თბილისის სხვადასხვა კლინიკისა და საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებებში. 1957-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. დაამუშავა ენდოკრინული ჯირკვლის ყვითელი სხეულის სტიმულაციის მეთოდიკა. შემოიღო საშვილოსნოს ყელის გახსნის ახალი მეთოდი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.