ბაქრაძე, თამარ
ვიკიპედიიდან
თამარ ივანეს ასული ბაქრაძე (* 29 დეკემბერი, 1907, სოფ. ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი ― † 18 ივნისი, 1995, თბილისი), ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ორივე 1930 წელს); 1930-1967 წლებში რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს როლები: ამალია (შილერის "ყაჩაღები"), ლიდია კოვალი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), კრუჩინინა (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), კნეინა ჩიტუნია (დადიანის "გუშინდელი"), ქეთევან დედოფალი (შანშიაშვილის "გიორგი სააკძე"), ზეინაბი (სუმბათაშვილის "ღალატი"), ოთარაანთ ქვრივი (ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სანათა (მრევლიშვილის "ზვავი"), გერტრუდა (შექსპირის "ჰამლეტი") და სხვა. 1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.